გამყიდველის მიწოდებისა და ავანსის გატარებების მაგალითები

ქვემოთ მოცემულია ვებ-სუპერფინში მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების შექმნისა და RS.GE-დან ჩამოტვირთვისთვის გამყიდველის (მომსახურების გამწევის) სტანდარტული ორგატარებიანი ბუღალტრული საბუთების მაგალითები დღგ-ით დასაბეგრ 100 ლარის ღირებულების ოპერაციაზე (დღგ-ის ჩათვლით, საიდანაც ძირითადი თანხაა 84.75 ლარი, ხოლო 18% დღგ — 15.25 ლარი).

დაკავშირებული გზამკვლევები: ანგარიშ-ფაქტურების შექმნა, ატვირთვა და დაწყვილება · მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა · ვებ-სუპერფინში საბუთზე ანგარიშ-ფაქტურა ვერ იქმნება · ანგარიშზე კონტაქტის მიბმა და დღგ-ის ტიპები.

1. მომსახურების გაწევა (ჩვეულებრივი მიწოდება):

გატარება დებეტი კრედიტი თანხა (GEL) შინაარსი
1-ლი სტრიქონი 1410 (მყიდველი) 6110 (შემოსავალი რეალიზაციიდან) 84.75 მომსახურების ღირებულება დღგ-ის გარეშე
მე-2 სტრიქონი 1410 (მყიდველი) 3330\001 (გადასახდელი დღგ - მიწოდებაზე) 15.25 მიწოდებაზე დარიცხული გადასახდელი დღგ

2. დღგ-ით დასაბეგრი ავანსის მიღება (საავანსო ანგარიშ-ფაქტურა):

გატარება დებეტი კრედიტი თანხა (GEL) შინაარსი
1-ლი სტრიქონი 1410 (მყიდველი) 3120 (მიღებული ავანსები) 100.00 მიღებული ავანსის სრული თანხა
მე-2 სტრიქონი 3330\003 (ავანსზე მიწოდების დღგ) 3330\002 (გადასახდელი დღგ - ავანსზე) 15.25 მიღებულ ავანსზე დარიცხული გადასახდელი დღგ

3. მომსახურების გაწევა მიღებული ავანსის ფარგლებში (ავანსზე მიწოდება):

გატარება დებეტი კრედიტი თანხა (GEL) შინაარსი
1-ლი სტრიქონი 3120 (მიღებული ავანსები) 6110 (შემოსავალი რეალიზაციიდან) 84.75 მომსახურების ღირებულება დღგ-ის გარეშე
მე-2 სტრიქონი 3120 (მიღებული ავანსები) 3330\003 (ავანსზე მიწოდების დღგ) 15.25 წინასწარ დაბეგრილი ავანსის ფარგლებში მიწოდების დღგ

მნიშვნელოვანია: ანგარიშები 3330\003 და 3340\003 ერთმანეთთან გადახურვით არ იხურება — 3330\003 აჩვენებს მყიდველისგან მიღებულ ავანსებში დარჩენილ დღგ-ს, რომელზეც მიწოდება ჯერ არ განხორციელებულა, ხოლო 3340\003 აჩვენებს მომწოდებლისთვის გადახდილ ავანსებში დარჩენილ დღგ-ს, რომელზეც მოწოდება (მომსახურების მიღება) ჯერ არ განხორციელებულა.

მყიდველის მიწოდებისა და ავანსის გატარებების მაგალითები

დღგ-ით დასაბეგრი 100 ლარის ღირებულების მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის (სადაც ძირითადი თანხაა 84.75 ლარი, ხოლო 18% დღგ — 15.25 ლარი) RS.GE-დან ჩამოტვირთვისას ან ხელით გატარებისას მყიდველის (შემსყიდველის) მხარეს გამოიყენება შემდეგი სტანდარტული სქემები:

1. მომსახურების მიღება (ჩვეულებრივი შესყიდვა):

გატარება დებეტი კრედიტი თანხა (GEL) შინაარსი
1-ლი სტრიქონი 7430 (მომსახურების ხარჯი) 3110 (მომწოდებელი) 84.75 მიღებული მომსახურების ღირებულება დღგ-ის გარეშე
მე-2 სტრიქონი 3340\001 (ჩასათვლელი დღგ - ადგილობრივი) 3110 (მომწოდებელი) 15.25 ადგილობრივ შესყიდვაზე ჩასათვლელი დღგ

2. დღგ-ით დასაბეგრი ავანსის გადახდა (მიღებული საავანსო ანგარიშ-ფაქტურა):

გატარება დებეტი კრედიტი თანხა (GEL) შინაარსი
1-ლი სტრიქონი 1480 (გადახდილი ავანსები) 3110 (მომწოდებელი) 100.00 გადახდილი ავანსის სრული თანხა
მე-2 სტრიქონი 3340\002 (ჩასათვლელი დღგ - ავანსზე) 3340\003 (ავანსზე მოწოდების დღგ) 15.25 გადახდილ ავანსზე ჩასათვლელი დღგ

3. მომსახურების მიღება გადახდილი ავანსის ფარგლებში (ავანსზე მოწოდება):

გატარება დებეტი კრედიტი თანხა (GEL) შინაარსი
1-ლი სტრიქონი 7430 (მომსახურების ხარჯი) 1480 (გადახდილი ავანსები) 84.75 მიღებული მომსახურების ღირებულება დღგ-ის გარეშე
მე-2 სტრიქონი 3340\003 (ავანსზე მოწოდების დღგ) 1480 (გადახდილი ავანსები) 15.25 წინასწარ დაბეგრილი ავანსის ფარგლებში მიღებული მომსახურების დღგ

დღგ-ის ანგარიშების ტიპები და ჩამოტვირთვის მეორე გატარების პირობა

ანგარიშთა გეგმაში 333* და 334* პრეფიქსით დაწყებულ საბოლოო ანგარიშებზე (ქვეანგარიშებზე) ველში „დღგ-ს ანგარიშის ტიპი“ (ანგარიშზე კონტაქტის მიბმა და დღგ-ის ტიპები) მაგალითის ანგარიშებს შეესაბამება შემდეგი ტიპები:

ანგარიშის მაგალითი დღგ-ს ანგარიშის ტიპი (პროგრამაში) დანიშნულება მაგალითის სქემაში
3330\001 გადასახდელი დღგ - მიწოდებაზე ჩვეულებრივი მიწოდებისას დარიცხული გადასახდელი დღგ
3330\002 გადასახდელი დღგ - ავანსზე მიღებულ ავანსზე დარიცხული გადასახდელი დღგ
3330\003 ავანსზე მიწოდების დღგ მიღებულ ავანსში დარჩენილი დღგ-ის აღრიცხვა მომსახურების მიწოდებამდე და მისი დახურვა ავანსის ფარგლებში მიწოდებისას
3340\001 ჩასათვლელი დღგ - ადგილობრივი ადგილობრივი შესყიდვისას ჩასათვლელი დღგ
3340\002 ჩასათვლელი დღგ - ავანსზე გადახდილ ავანსზე ჩასათვლელი დღგ
3340\003 ავანსზე მოწოდების დღგ გადახდილ ავანსში დარჩენილი დღგ-ის აღრიცხვა მომსახურების მიღებამდე და მისი დახურვა ავანსის ფარგლებში მოწოდებისას

როდის ივსება მეორე (დღგ-ის) გატარება:

  • ადგილობრივი ანგარიშ-ფაქტურის შექმნისას პროგრამა კითხულობს ბუღალტრულ საბუთში უკვე არსებულ გატარებებს (თუ საბუთში სრულდება მიწოდების ან ავანსის ძირითადი გატარებისა და მყიდველის კონტაქტის წინაპირობები, მაგრამ დღგ-ის გატარება არ ფიგურირებს ან დღგ-ის ანგარიშს ტიპი ცარიელი აქვს, ანგარიშ-ფაქტურა იქმნება ნულოვანი დღგ-ით);
  • ფანჯარაში „RS.GE ანგარიშ-ფაქტურები“ (ALT + R) ჩამოტვირთვისას მეორე გატარების (დღგ-ის) დებეტისა და კრედიტის ანგარიშების შევსება სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხა, ისე ორგანიზაციის პარამეტრებში მითითებული დღგ-ის განაკვეთი არ არის ნული. თუ ანგარიშ-ფაქტურაში დღგ-ის თანხა 0-ია ან ორგანიზაციის პარამეტრებში დღგ-ის განაკვეთად მითითებულია 0, მეორე გატარების ანგარიშების ველები არააქტიურია და იქმნება ერთგატარებიანი ბუღალტრული საბუთი სრული თანხით (მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა).

იხილეთ ასევე