ანგარიშთა გეგმასა და საწყის ნაშთებში ძებნა და საძიებო ველები

ეს ნაწილი აღწერს ვებ-სუპერფინის ანგარიშთა გეგმაში, საწყის ნაშთებსა და ბრუნვაში ძებნას, მათ რიცხვით პირობებსა და გვერდის არჩევანებს.

დაკავშირებული გზამკვლევები: საძიებო ფრაზის საერთო წესები · ძებნის ზოლი და კლავიატურა · ანგარიშთა გეგმა, საწყისი ნაშთები და ბრუნვა · ანგარიშთა გეგმა და საწყისი ნაშთები · ანგარიშზე კონტაქტის მიბმა და დღგ-ს ტიპები · ბრუნვა და ანგარიშის ამონაწერი · საბუთების ძებნა · RS ანგარიშ-ფაქტურების ძებნა · კონტაქტების ძებნა.

ანგარიშთა გეგმა და საწყისი ნაშთები ვებ-სუპერფინში ერთი საერთო გვერდია. ძებნა ანგარიშის მონაცემებსა და იმავე ანგარიშის საწყის ნაშთს ერთად ფილტრავს. ანგარიშები დაკავშირებული კონტაქტითაც იძებნება: მაგალითად, კონტაქტი: გია აბრუნებს გიასთან დაკავშირებულ ანგარიშებს (შედეგში ანგარიშები ჩანს და არა კონტაქტები).

ველის სახელის გარეშე ძებნა

ანგარიშთა გეგმისა და საწყისი ნაშთების გვერდზე ველის სახელის გარეშე დაწერილი ტექსტი ეძებს ანგარიშის სახელს, ნომერსა და სრულ ნომერს, ხოლო შედარების ნიშნით დაწერილი რიცხვითი პირობა საწყის ნაშთზე (ნაშთი) მოქმედებს:

ველის სახელის გარეშე პირობის სახე სად ეძებს
ტექსტი (სახელი, ნომერი, სრული ნომერი) ანგარიშის დასახელებას, საკუთარ ნომერს, სრულ ნომერსა და ამ ნომრით დაწყებულ ქვეანგარიშებს
აშკარა რიცხვითი შედარება, მაგალითად >100 მიმდინარე პროექტისა და ვალუტის ჭრილის საწყის ნაშთს (ნაშთი)

მაგალითები:

  • 1410 - მოიცავს 1410-ით დაწყებულ სრულ ნომრებსა და მის ქვეანგარიშებსაც, მაგალითად 1410\001 და 1410\001\003.
  • ბანკი 1410 - შედეგში ორივე ნაწილი უნდა მოიძებნოს ანგარიშის საძიებო მონაცემებში.
  • >100 1210 - პოულობს ანგარიშებს, რომელთა საძიებო მონაცემებში (სახელი, ნომერი ან სრული ნომერი) მოიძებნება 1210 და საწყისი ნაშთი 100-ზე მეტია (იგივეა, რაც 1210 ნაშთი: >100).

ტიპი, საბალანსო ტიპი, მდგომარეობა, ID, არქივი და კონტაქტი ველის სახელის გარეშე ძებნაში არ შედის - მათი გამოსაყენებლად ველის სახელი უნდა მიუთითო.

ხელმისაწვდომი ველები

ველი რას ეძებს შესაძლო მნიშვნელობები და მაგალითი
სახელი ანგარიშის დასახელებას სახელი: ბანკი
სრული ნომერი სრულ ნომერს და ამ ნომრით დაწყებულ ქვეანგარიშებს სრული ნომერი: 1410\001
ნომერი ანგარიშის საკუთარ ნომერს ნომერი: 001
ტიპი ანგარიშის ჩანაწერის ტიპს ტიპი: ბარათი ან ტიპი: საქაღალდე
საბალანსო ტიპი ანგარიშის საბალანსო ტიპს საბალანსო ტიპი: აქტიური, პასიური, აქტიურ-პასიური ან ბალანსგარეშე
მდგომარეობა გასარკვევ ანგარიშებს მდგომარეობა: გასარკვევი
ID ანგარიშის ზუსტ შიდა ID-ს ID: 42; ამ ველში გამოიყენება ზუსტი მნიშვნელობა
არქივი არქივში ყოფნას არქივი: კი ან არქივი: არა
კონტაქტი ანგარიშთან დაკავშირებულ პირს, ორგანიზაციას ან ბანკს კონტაქტი: გია, კონტაქტი: ალფა
ნაშთი გვერდის მიმდინარე პროექტისა და ვალუტის ჭრილის საწყის ნაშთს ნაშთი: !=0, ნაშთი: >100.50, ნაშთი: >=100 <500

თუ კონკრეტული პროექტი არჩეული არ არის, ყველა პროექტის მონაცემი ერთად ითვლება. თუ ვალუტა არჩეული არ არის, ნაშთი ორგანიზაციის ძირითად ვალუტაში დათვლილ მნიშვნელობას ამოწმებს, ხოლო კონკრეტული ვალუტის არჩევისას - ამ ვალუტის საწყის ნაშთს.

ანგარიშთა გეგმაში, საწყის ნაშთებსა და ბრუნვაში კონტაქტით ჩადგმული ძებნა

კონტაქტით ჩადგმული ძებნა ერთნაირად მუშაობს ანგარიშთა გეგმაში, საწყის ნაშთებში და ბრუნვაში. გარე შედეგი ყოველთვის ანგარიშია - კონტაქტის ჩანაწერი ცალკე არ ბრუნდება.

სად ეძებ გარე ველი შიგნით რას ეძებს საბოლოოდ რა ჩანს
ანგარიშთა გეგმა, საწყისი ნაშთები, ბრუნვა კონტაქტი: ანგარიშზე მიბმულ აქტიურ პირს, ორგანიზაციას ან ბანკს შესაბამისი ანგარიში

ჩვეულებრივი მნიშვნელობა კონტაქტს მთელ მის საძიებო ინფორმაციაში (პირს, ორგანიზაციასა და ბანკს ერთად) ეძებს. ორგანიზაციის ან ბანკის სახელით ძებნისთვის გამოიყენე სწორედ ჩვეულებრივი მნიშვნელობა (კონტაქტი: თიბისი):

კონტაქტი: გია

კონტაქტი: თიბისი

კონტაქტის პიროვნების ან საერთო საკონტაქტო ველის მიხედვით მოსაძებნად გამოიყენე ბრჭყალებში ჩასმული შიდა პირობა:

კონტაქტი: "თანამდებობა: დირექტორი"

კონტაქტი: "სახელი შუასახელი გვარი: გიორგი პროფესია: ბუღალტერი"

ანგარიშის კონტაქტი:-ის პირველ შიდა დონეზე სახელდებული პირობა პიროვნებისა და ყველა ტიპისთვის საერთო კონტაქტების ველებით იკითხება (მაგალითად: სახელი, საკონტაქტო მონაცემები, მისამართი, პროფესია, თანამდებობა, სამსახურის შენიშვნა; ამიტომ კონტაქტი: "სახელი: თიბისი" შეიძლება ორგანიზაციას ვერ დაემთხვეს). გარე ანგარიშის პირობები და შიდა კონტაქტის პირობა ერთსა და იმავე ანგარიშზე სრულდება:

სრული ნომერი: 1410\001 არქივი: არა კონტაქტი: "თანამდებობა: დირექტორი"

ეს აბრუნებს 1410\001-ით დაწყებულ არაარქივირებულ ანგარიშებს, რომლებსაც დირექტორის თანამდებობის მქონე კონტაქტი ჰყავთ მიბმული. ბრუნვაში ან საწყის ნაშთებში თანხობრივი პირობები ანგარიშის პირობებია და შიდა კონტაქტის ბრჭყალების გარეთ იწერება:

კონტაქტი: "თანამდებობა: დირექტორი" ნაშთი: >100

არასწორია კონტაქტი: "ნაშთი: >100", რადგან ნაშთი კონტაქტის ველი არ არის. ანგარიშზე კონტაქტის მიბმის წესი იხილე გზამკვლევში ანგარიშზე კონტაქტის მიბმა და დღგ-ის ტიპები, ხოლო კონტაქტების ყველა საძიებო ველისა და საკუთარი კავშირების (თანამშრომლები: და დაკავშირებული კონტაქტი:) დეტალური რუკა - გზამკვლევში კონტაქტების ძებნა.

ანგარიშთა გეგმისა და საწყისი ნაშთების გვერდის არჩევანები, მაგალითები და შეზღუდვები

კომბინირებული მაგალითები

  • 1410 არქივი: არა
  • სახელი: ბანკი ტიპი: ბარათი საბალანსო ტიპი: აქტიური
  • სრული ნომერი: 3110\001 მდგომარეობა: გასარკვევი
  • სახელი: ბანკი ან სალარო არქივი: არა
  • 1210 ნაშთი: !=0
  • სახელი: ბანკი ნაშთი: >1000 არქივი: არა
  • სრული ნომერი: 3110\001 ნაშთი: >=100 <500 კონტაქტი: გია
  • ნაშთი: <0 ან >10000 საბალანსო ტიპი: აქტიური

გვერდის არჩევანები

ანგარიშთა გეგმისა და საწყისი ნაშთების გვერდზე ცალკე ირჩევა პროექტი, ვალუტა და ქვეანგარიშების ჩვენების რეჟიმი. ანგარიშის საქაღალდეში გადასვლაც შედეგის მიმდინარე იერარქიულ არეს ცვლის: ქვეანგარიშების რეჟიმის გამორთვისას მიმდინარე დონეზე მხოლოდ უშუალო შვილები ჩანს, ჩართვისას კი - მიმდინარე ანგარიშის მთელი ქვეანგარიშების ხე (მთავარ დონეზე - მთელი გეგმა). ეს არჩევანები საძიებო ფრაზასთან ერთად მოქმედებს და საძიებო ველებად ტექსტში არ იწერება.

ნაშთი: სწორედ იმ საწყის ნაშთს ადარებს, რომელიც შედეგში მიმდინარე პროექტისა და ვალუტის არჩეულ ჭრილში ჩანს. ამ გვერდს საწყისი ნაშთისთვის ცალკე თარიღის არჩევა არ აქვს.

რა არ უნდა ველოდოთ

  • სრული ნომერი: 1410 მხოლოდ ერთ ანგარიშს არ ნიშნავს - 1410-ით დაწყებული ქვეანგარიშებიც მოიძებნება.
  • ანგარიშის სრულ ნომერში უკუღმა დახრილი ხაზი (\) ბრჭყალების გარეთ იერარქიის ჩვეულებრივი გამყოფია, ამიტომ დაწერე 1410\001 და არა 1410\\001. ჩადგმულ ბრჭყალებში ხელით დაწერილი 1410\001-იც სწორია, ხოლო გაფართოებული ძებნის ფანჯრის მიერ აწყობილ ფრაზაში იგივე ნომერი შეიძლება 1410\\001-ად გამოჩნდეს (ბრჭყალების შიგნით \\ ერთ \-ად იკითხება).
  • ID დიაპაზონისთვის არ გამოიყენო; მიუთითე ზუსტი ID.
  • მდგომარეობა ველში ხელმისაწვდომია მხოლოდ გასარკვევი.
  • კონტაქტის შიდა ველის საძებნელად ბრჭყალები აუცილებელია (კონტაქტი: "თანამდებობა: დირექტორი"); ბრჭყალები სიტყვების ზუსტ მიმდევრობას არ ამოწმებს.
  • დათვლად თანხობრივ ველებში (ნაშთი, თანხა, დებეტი, კრედიტი, საწყისი, ბოლო, ბრუნვა) მთავარ საძიებო ველში ხელით ჩაწერისას რიცხვს შედარების ოპერატორი უშუალოდ, შუალედის გარეშე უნდა მიეწეროს (ნაშთი: =100, დებეტი: >=100; არა ნაშთი: 100 ან დებეტი: >= 100). გაფართოებული ძებნის ფანჯარა შეყვანილ 100-ს ავტომატურად =100-ად ფორმებს.
  • >100 ან ბანკი არ ნიშნავს „ნაშთი 100-ზე მეტია ან ანგარიშში წერია ბანკი“: ამ ფორმაში თანხობრივი ნაწილი იკარგება და რეალურად მხოლოდ ბანკი იძებნება. სხვადასხვა ტიპის პირობებს შორის ან არ გამოიყენო.
  • წაშლილი ან არააქტიური ანგარიში შედეგში არ შედის.

ბრუნვის გვერდზე ძებნა და თანხობრივი ველები

ბრუნვის ძებნაში ხელმისაწვდომია ანგარიშთა გეგმის ყველა ველი (სახელი, სრული ნომერი, ნომერი, ტიპი, საბალანსო ტიპი, მდგომარეობა, ID, არქივი, კონტაქტი), ნაშთი და ბრუნვის თანხობრივი ველები (თანხა, დებეტი, კრედიტი, საწყისი, ბოლო, ბრუნვა) — ბრუნვის გვერდისა და ანგარიშის ამონაწერის მუშაობა იხილე გზამკვლევში ბრუნვა და ანგარიშის ამონაწერი.

ველის სახელის გარეშე ძებნა ბრუნვაში

ველის სახელის გარეშე პირობის სახე სად ეძებს
ტექსტი ანგარიშის სახელი, ნომერი და სრული ნომერი
აშკარა რიცხვითი შედარება, მაგალითად >100 თანხა - საწყის ნაშთში, ბოლო ნაშთში, დებეტში ან კრედიტში

დებეტი, კრედიტი, საწყისი, ბოლო, ბრუნვა და ნაშთი ბრუნვის გვერდზე მხოლოდ სახელდებული ველებია. მაგალითად, ველის სახელის გარეშე >100 1410 ნიშნავს, რომ ანგარიშის სახელში, ნომერში ან სრულ ნომერში უნდა მოიძებნოს 1410 და ამავე ანგარიშის საწყისი ნაშთი, ბოლო ნაშთი, დებეტი ან კრედიტი უნდა იყოს 100-ზე მეტი (იგივეა, რაც 1410 თანხა: >100), ხოლო მხოლოდ დებეტის შესამოწმებლად უნდა დაწერო დებეტი: >100.

თანხობრივი ველები და რამდენიმე პირობა

ველი რას ამოწმებს მაგალითი
თანხა საწყის ნაშთს, ბოლო ნაშთს, დებეტს ან კრედიტს - საკმარისია ერთ-ერთი დაემთხვეს თანხა: >100
დებეტი მხოლოდ დებეტის ბრუნვას დებეტი: >=100 <500
კრედიტი მხოლოდ კრედიტის ბრუნვას კრედიტი: !=0
საწყისი მხოლოდ საწყის ნაშთს საწყისი: <0
ბოლო მხოლოდ ბოლო ნაშთს ბოლო: >1000
ბრუნვა დებეტს ან კრედიტს - საკმარისია ერთ-ერთი დაემთხვეს ბრუნვა: !=0
ნაშთი საწყის ან ბოლო ნაშთს - საკმარისია ერთ-ერთი დაემთხვეს ნაშთი: !=0

კონკრეტულ ველში (დებეტი, კრედიტი, საწყისი, ბოლო) დიაპაზონი იმავე თანხაზე მოწმდება (დებეტი: >=100 <500 ნიშნავს დებეტს 100-დან 500-მდე; ყველა თანხობრივი შედარება მოწმდება გვერდზე არჩეული პერიოდის, პროექტისა და ვალუტისთვის — ან ვალუტის არჩევის გარეშე ორგანიზაციის ძირითად ვალუტაში — გამოთვლილ მნიშვნელობებზე). საერთო ველებში (ბრუნვა, ნაშთი, თანხა) რამდენიმე შედარება შეიძლება სხვადასხვა შესაბამისმა თანხამ დააკმაყოფილოს: მაგალითად, ბრუნვა: >100 <20 შესრულდება, თუ დებეტი 150-ია და კრედიტი 10. თუ გინდა ორივე საზღვარი აუცილებლად ერთ კონკრეტულ თანხას ეხებოდეს, გამოიყენე კონკრეტული ველი (დებეტი: >100 <200).

ბრუნვის გვერდის არჩევანები, მაგალითები და შეზღუდვები

ბრუნვის კომბინირებული მაგალითები

  • 1410 ბრუნვა: !=0
  • სრული ნომერი: 3110\001 დებეტი: >=100 <500
  • სრული ნომერი: 3110\001 დებეტი: >100 კრედიტი: <500
  • სახელი: ბანკი საწყისი: <0 ბოლო: >=0
  • თანხა: >100 კონტაქტი: "თანამდებობა: დამფუძნებელი"
  • ბრუნვა: <10 ან >=1000 არქივი: არა

გვერდის არჩევანები ბრუნვაში

ბრუნვა, საწყისი და ბოლო ნაშთები გვერდზე არჩეული პერიოდის, პროექტისა და ვალუტის მიხედვით ითვლება. პერიოდის საწყისი და საბოლოო დღე ორივე შედის გამოთვლაში. კონკრეტული პროექტის არჩევის გარეშე ყველა პროექტის მონაცემი ერთად ითვლება, ხოლო ვალუტის არჩევის გარეშე თანხები მოწმდება ორგანიზაციის ძირითად ვალუტაში. მიმდინარე ანგარიშის დონე და ქვეანგარიშების რეჟიმი ანგარიშთა გეგმის გვერდის მსგავსად ზღუდავს ხილულ ანგარიშებს.

არქივირებული ანგარიში ბრუნვის შედეგში არ გამოჩნდება, თუ მისი საწყისი ნაშთი, დებეტი და კრედიტი ნულია როგორც საკუთარ ვალუტაში, ისე ძირითად ვალუტაში. აქტიური ნულოვანი ანგარიში ამ წესით არ გამოირიცხება.

რა არ უნდა ველოდოთ ბრუნვაში

  • ბრუნვა არ ნიშნავს დებეტისა და კრედიტის ჯამს ან სხვაობას - იგი დებეტსა და კრედიტს ცალ-ცალკე ამოწმებს.
  • ნაშთი ბრუნვაში ამოწმებს საწყის ან ბოლო ნაშთს, ხოლო ანგარიშთა გეგმისა და საწყისი ნაშთების გვერდზე ნაშთი მხოლოდ საწყის მნიშვნელობას ამოწმებს.
  • საძიებო ფრაზა არ ასრულებს არითმეტიკას (დებეტი - კრედიტი > 100 ან ბოლო = საწყისი + ბრუნვა) და ერთი ველის თანხას მეორე ველის თანხას ვერ შეადარებს (დებეტი > კრედიტი).
  • პერიოდი, პროექტი და ვალუტა გვერდზე უნდა აირჩიო.
  • >100 ან ბანკი-ში თანხობრივი ნაწილი იკარგება და მხოლოდ ბანკი იძებნება; თანხასა და ტექსტს შორის ან არ გამოიყენო.
  • არქივი: კი სრულად ნულოვან არქივირებულ ანგარიშს მაინც ვერ გამოაჩენს.

ანგარიშთა გეგმისა და საწყისი ნაშთების Excel-ში ექსპორტისა და იმპორტის წესები იხილეთ გზამკვლევში ანგარიშებისა და საწყისი ნაშთების Excel იმპორტი, ხოლო ბრუნვის Excel-ში ჩამოტვირთვა — გზამკვლევში საბუთებისა და ბრუნვის Excel-ში ჩამოტვირთვა.

ვიდეო-ინსტრუქციების არხი: ყველა ვიდეო.


იხილეთ ასევე