პროგრამის დანიშნულება და ზოგადი მიმოხილვა

პროგრამა SuperFin განკუთვნილია სხვადასხვა პროფილისა და საკუთრების ფორმის საწარმოებისა და ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობისა და ბუღალტერიის ავტომატიზაციისათვის.

  • ძირითადი მოდულები: პროგრამა სრულყოფილად მოიცავს სასაქონლო-მატერიალური მარაგების, წარმოების, ძირითადი საშუალებებისა და ხელფასის აღრიცხვის მოდულებს.
  • მრავალვალუტიანი აღრიცხვა: შესაძლებელია ოპერაციებისა და ნაშთების სხვადასხვა ვალუტაში აღრიცხვა.
  • ავტომატური ანგარიშგება: პროგრამაში მხოლოდ პირველადი ინფორმაციის შეტანის საფუძველზე ავტომატურად მზადდება როგორც მთავარი წიგნი, ასევე მრავალი სახის სინთეზური და ანალიზური ანგარიშგება.
  • ონლაინ ბუღალტერია (superfin.gss.ge): ერთი მომხმარებლისთვის ვებ-სუპერფინის სრული მომსახურება უფასოა (როგორ დავიწყო მუშაობა).
  • სადემონსტრაციო ვერსია და სწავლა: მომხმარებლებს შეუძლიათ უფასოდ გადმოწერონ SuperFin-ის სადემონსტრაციო (შეზღუდული) ვერსია და გაიარონ დამოუკიდებელი სასწავლო კურსი (იხილეთ ინსტრუქციები და გადმოწერა).

ვებ-სუპერფინისა და SuperFin-ის გაერთიანებული შესაძლებლობები

ვებ-სუპერფინის (superfin.gss.ge) და დესკტოპ/ქსელური SuperFin-ის გაერთიანებით მომხმარებელს ეძლევა გაფართოებული შესაძლებლობები:

  • პროგრამა SuperFin-ის კონკრეტული ორგანიზაციის (მონაცემთა ბაზის) დაკავშირება ვებ-სუპერფინის შესაბამის ორგანიზაციასთან ანგარიშებისა და საბუთების ავტომატური ექსპორტ-იმპორტის მიზნით;
  • ინტერნეტის დახმარებით პროგრამა SuperFin-ის მონაცემებზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან;
  • ავტომატური არქივაცია — ფინანსური ინფორმაცია მუდმივად ინახება ვებზე არსებულ ქლაუდ მეხსიერებაში;
  • მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად ჩამოტვირთვა RS.GE-დან;
  • ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად შექმნა და ატვირთვა RS.GE-ზე;
  • ავანსისა და მიწოდების ანგარიშ-ფაქტურების დაწყვილება;
  • „საქართველოს ბანკის“ ოპერაციების ავტომატური იმპორტი (საბანკო ოპერაციები თავად ტარდება სუპერფინში);
  • ანგარიშებსა და საბუთებზე პირველადი დოკუმენტების (კონტრაქტების, მიღება-ჩაბარების აქტების და ა.შ. — PDF, Word, Excel, MP3, MP4, ასევე ნებისმიერი ფორმატის სურათის) მიმაგრება;
  • საბუთების ცვლილებების ისტორიის ნახვა და საჭიროების შემთხვევაში სასურველი ვერსიის აღდგენა;
  • წაშლილი საბუთების აღდგენა;
  • შეცდომით გატარებული საბუთების ერთიანად წაშლა;
  • გაფართოებული ძებნა მრავალ ჭრილში;
  • ინფორმაციის ძალიან სწრაფად (ფაქტობრივად ლოდინის გარეშე) გადატანა MS Excel-ში;
  • რამდენიმე პერიოდის ბრუნვის (მაქსიმუმ 36 პერიოდი) MS Excel-ში ერთი ბრძანებით ჩამოტვირთვა, რაც ამარტივებს ინფორმაციის მომზადებას ბანკისთვის, აუდიტისთვის და ა.შ.;
  • ანგარიშის ამონაწერის გამოწერა და ელფოსტაზე ავტომატური მიღება სასურველი სიხშირით;
  • ბალანსის, მოგება-ზარალისა და სხვა ფინანსური ანგარიშგებების სასურველი პარამეტრებით მრავალ სტატისტიკურ ჭრილში მიღება და შენახვა ცოცხალი Google Sheets ფაილების სახით, რომელთა ჩამოტვირთვა MS Excel-ის ფაილებად შესაძლებელია ნებისმიერ დროს;
  • სასურველი ინფორმაციის შესაბამისი ფინანსური გრაფიკების მარტივად შექმნა, რომლებიც ავტომატურად ფორმირდება მითითებული ფორმულებისა და პერიოდების საფუძველზე;
  • სასურველი ინდივიდუალური ანგარიშგებების დაკვეთა;
  • გარე პროგრამებთან ფინანსური ინფორმაციის ავტომატური მიმოცვლა.

ბანკებთან, RS.GE-სთან და სხვა პროგრამებთან ინტეგრაცია

ბანკის ამონაწერის იმპორტი

პროგრამას გააჩნია შემდეგი ბანკების ამონაწერის იმპორტის საშუალება:

  • თიბისი ბანკი
  • საქართველოს ბანკი
  • ლიბერთი ბანკი
  • ტერაბანკი
  • ბაზისბანკი
  • პროკრედიტ ბანკი

პირდაპირი API ინტეგრაცია საქართველოს ბანკთან

ვებ-სუპერფინის (superfin.gss.ge) ორგანიზაციაში შესაძლებელია ავტომატურად, ბუღალტრის ჩარევის გარეშე, საბუთების სახით მყისიერად ჩამოიტვირთოს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშებზე მომხდარი ჩარიცხვები და გადარიცხვები (საქართველოს ბანკის API ინტეგრაციის საფუძველზე). ვებ-სუპერფინის დესკტოპ SuperFin-თან დაკავშირების შემთხვევაში, ეს საბუთები ავტომატურად იტვირთება პროგრამაში SuperFin.

თუ სხვა ბანკებთანაც გჭირდებათ ანალოგიური API ინტეგრაცია, შეგიძლიათ მიმართოთ მათ ოფიციალური წერილით ინტერნეტ-ბანკინგში API ინტეგრაციის დამატების მოთხოვნით (ოფიციალური წერილის შეთავაზებული ფორმა).

ნებისმიერი პროგრამიდან ინფორმაციის იმპორტი (MS Excel)

პროგრამაში შესაძლებელია MS Excel-ის ფაილიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის იმპორტი და მუშაობის უწყვეტად გაგრძელება SuperFin-ში. კერძოდ, იმპორტირდება:

  • ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა და ანგარიშთა საწყისი ნაშთები;
  • საქონლისა და ფასეულობების ჩამონათვალი, მათი საწყისი ნაშთები და საქონლის გასაყიდი ფასები;
  • საქონლის საცალო შეძენისა და რეალიზაციის ოპერაციები;
  • მომსახურე პერსონალის სია და ხელფასის საბუთები;
  • სამეურნეო (საბუღალტრო) ოპერაციები და სხვა.

სინქრონიზაცია RS.GE-სთან

პროგრამას გააჩნია RS.GE-სთან სრული სინქრონიზაცია სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა/ჩამოტვირთვის მიმართულებით:

  • სუპერფინში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა RS.GE-ზე;
  • RS.GE-ზე გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვა სუპერფინში (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთიანად, სასურველი პერიოდის მიხედვით);
  • პროგრამასა და RS.GE-ს შორის სასაქონლო ზედნადებების სინქრონიზაცია (შედარება და სხვაობების აღმოჩენა);
  • RS.GE-ზე მიღებული სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებისა და ნავთობპროდუქტების სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა სუპერფინში (ინდივიდუალურად ან ერთიანად, პერიოდის მიხედვით);
  • პროგრამაში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად ატვირთვა RS.GE-ზე ვებ-სუპერფინის გამოყენებით;
  • გამოწერილი და მიღებული მომსახურებისა და ავანსის ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად ჩამოტვირთვა RS.GE-დან ვებ-სუპერფინის გამოყენებით.

სასაქონლო-მატერიალური მარაგები, წარმოება და თვითღირებულება

საქონლის აღრიცხვის შესაძლებლობები

მასალების, საქონლისა და მზა პროდუქციის შეძენა, წარმოება, შიდა მოძრაობა, რეალიზაცია და სასაქონლო ნაშთები აღირიცხება საწყობების მიხედვით. შესაძლებელია საწყობებს შორის შიდა გადაზიდვისა და დისტრიბუციის ოპერაციების გატარება.

საქონლის რეალიზაციის ანალიზი სრულდება სხვადასხვა ჭრილში:

  • საწყობების მიხედვით;
  • მყიდველების მიხედვით;
  • დისტრიბუტორების მიხედვით;
  • თვითღირებულებისა და გასაყიდი ფასების მიხედვით.

საქონლის მიღება და იმპორტი

საქონლის შეძენის ოპერაციის გატარებისას საბუთშივე მიეთითება საჭირო დამატებითი ხარჯები (ტრანსპორტირება, საბაჟო გადასახდელები და სხვა), რომლებიც ავტომატურად ნაწილდება საქონლის თვითღირებულებაზე ღირებულების ან წონის პროპორციულად.

წარმოება და დეკომპლექტაცია

წარმოების ოპერაციებში საწარმოებელი პროდუქციის არჩევისას ავტომატურად გადმოიტანება მის ბარათში წინასწარ შეტანილი შემადგენლობა (კალკულაცია). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემადგენლობის შეცვლა და წარმოების დამატებითი ხარჯების მითითება.

დამატებითი ხარჯების გადანაწილება წარმოებისა და მოძრაობის საბუთებზე

პროგრამაში შესაძლებელია დამატებითი ხარჯების (კომუნალური ხარჯები, პირდაპირი ხელფასი და ა.შ.) განაწილება წარმოების ან/და მოძრაობის საბუთებზე ერთიანად, პერიოდის ბოლოს, რის შემდეგაც „თვითღირებულების გადათვლის“ ფუნქციით სრულდება თვითღირებულებების ხელახალი გადაანგარიშება.

თვითღირებულების აღრიცხვა

საქონლის თვითღირებულებები აღირიცხება საწყობების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში მარტივად სრულდება თვითღირებულების გადათვლა როგორც ერთი კონკრეტული საქონლისთვის, ასევე ყველა საქონლისთვის ერთიანად.


ძირითადი საშუალებები, ხელფასი და ფინანსური ოპერაციები

ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები

  • ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები აღირიცხება ინდივიდუალური ბარათების მიხედვით;
  • თითოეული ძირითადი საშუალება მიკუთვნებულია კონკრეტულ განყოფილებაზე და მატერიალურად პასუხისმგებელ პირზე;
  • ცვეთის დარიცხვა შესაძლებელია პარალელურად როგორც საგადასახადო, ისე ფინანსური მეთოდებით.

ხელფასი

  • ხელფასის დარიცხვა და გაცემა შესაძლებელია თვეში რამდენჯერმე, სხვადასხვა უწყისების პარალელური დათვალიერებით;
  • ხელფასის საბუთები იქმნება განყოფილებების მიხედვით ცალ-ცალკე უწყისების სახით;
  • უწყისების შექმნასთან ერთად ავტომატურად მზადდება ყოველთვიური „განაცემთა ინფორმაცია“, რომელიც პირდაპირ იტვირთება RS.GE-ზე;
  • თანამშრომელთა პირად ანგარიშებზე ხელფასის მარტივად გადარიცხვისთვის პროგრამაში ჩაშენებულია საქართველოს ბანკებში მოქმედი სახელფასო ანგარიშგებების ფორმები.

სავალუტო ოპერაციები, კონვერტაცია და გადაფასება

  • პროგრამაში ინფორმაციის შეტანა შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში;
  • სავალუტო ოპერაციებში გამოიყენება როგორც პროგრამაში წინასწარ შეტანილი ოფიციალური კურსები (ავტომატურად), ისე ხელით მითითებული კომერციული/საბანკო კურსები;
  • ვალუტის კონვერტაციისა და სავალუტო ნაშთების გადაფასების ოპერაციები სრულდება შესაბამისი სტანდარტული ოპერაციის ტიპების გამოყენებით.

სალაროსა და საბანკო ოპერაციები

  • სალაროს ოპერაციები: სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გატარებისას ავტომატურად სრულდება მათი მიმდევრობითი ნუმერაცია და შესაბამისი საბუღალტრო გატარებები;
  • საბანკო ოპერაციები: საგადახდო და სავალუტო საგადახდო დავალებების გატარებისას ავტომატურად სრულდება საბუღალტრო გატარებები. აღნიშნული საბუთების პირდაპირი იმპორტი შესაძლებელია „ალტაბანკის“ პროგრამაშიც.

ოპერაციის ტიპები და ზოგადი სამეურნეო ოპერაციები

  • ოპერაციის ტიპები: წინასწარ აწყობილი შაბლონებით მარტივად ტარდება სტანდარტული ოპერაციები (მომსახურების რეალიზაციაზე დასმა, ხარჯის დარიცხვა, კონვერტაცია, გადაფასება, გადახურვა და ა.შ.). ასევე შესაძლებელია მომხმარებლისთვის კონკრეტული ოპერაციის ტიპის შექმნა;
  • ზოგადი სამეურნეო (საბუღალტრო) ოპერაციები: არასტანდარტული ოპერაციები ტარდება ზოგადი საბუღალტრო ოპერაციით, რომელიც აერთიანებს ერთ ან რამდენიმე საბუღალტრო გატარებას (ანგარიშები, ვალუტა და თანხა მიეთითება მომხმარებლის მიერ). მხარდაჭერილია ოპერაციის დუბლირება მსგავსი საბუთის სწრაფად შესაქმნელად.

ბრუნვა, ანგარიშგებები, უფლებები და მხარდაჭერა

ბრუნვა და ფინანსური უწყისები

  • ბრუნვა: გატარებული ოპერაციები ავტომატურად აისახება ბრუნვის ფანჯარაში შესაბამის ანგარიშებზე როგორც კონკრეტულ ვალუტაში, ისე გაერთიანებული სახით ლარში. ანგარიშის ამონაწერისა და გაშლილი ბრუნვის (მემორიალის) მეშვეობით ინფორმაცია მიიღება დამატებით ჭრილებში;
  • ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულის მოძრაობის უწყისი: ფორმირდება ავტომატურად მუშაობის პროცესში და მზად არის ნებისმიერი პერიოდისათვის.

ანგარიშგებები, GSS ექსელი და MS Excel-ში ექსპორტი

  • ანგარიშგებები: პროგრამა მოიცავს მრავალი ტიპის ფინანსურ და სასაქონლო ანგარიშგებას; მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია ინდივიდუალური ანგარიშგების შექმნაც;
  • GSS ექსელი: პროგრამაში ჩაშენებული „GSS ექსელი“ საშუალებას იძლევა, ძირითადი მათემატიკური ოპერაციებისა და ქართულენოვანი ფუნქციების გამოყენებით ავტომატურად ამოიკრიბოს საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ინფორმაცია და აეწყოს ბალანსის, მოგება-ზარალისა და ფულის მოძრაობის უწყისები;
  • ექსპორტი MS Excel-ში: ნებისმიერი მიღებული ანგარიშგება გრაფიკული ან სამუშაო ფაილის სახით გადადის პროგრამაში Microsoft Excel.

ქსელური ვერსია და სხვა პროგრამებთან კავშირი

პროგრამის ქსელურ ვერსიას გააჩნია სხვა პროგრამებთან დაკავშირების საშუალებები, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, SuperFin-ში მარტივად ასახოს სხვა პროგრამაში შეტანილი ინფორმაცია და პირიქით.

საბუთების კონტროლი, მომხმარებელთა უფლებები და პერიოდის დახურვა

  • საბუთების კონტროლი და კორექტირება: ადმინისტრატორს გააჩნია ყველა სხვა მომხმარებლის მიერ შექმნილი საბუთების რედაქტირებისა და წაშლის უფლება;
  • მომხმარებელთა უფლებები / ფუნქციები: თანამშრომლებს მათი ფუნქციების შესაბამისად ენიჭებათ შეზღუდული ან სრული უფლებები (მაგალითად: მხოლოდ შესყიდვები, მხოლოდ გაყიდვები, ხელფასის ოპერაციები და ა.შ.);
  • პერიოდის დახურვა: მთავარ ბუღალტერს შეუძლია განსაზღვროს სამუშაო პერიოდი, რომლის გარეთაც მომხმარებლებს ეზღუდებათ ინფორმაციის შეტანისა და ცვლილების განხორციელების საშუალება.

საბიუჯეტო ვერსია

პროგრამა SuperFin-ს გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვის საბიუჯეტო ვერსია, სადაც ჩაშენებულია შესაბამისი ანგარიშთა გეგმა და გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

კონსულტაციები, კლიენტთა იდეები და განახლებები

  • კონსულტაციები: მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა ხდება სატელეფონო ცხელი ხაზის, დისტანციური პროგრამებისა და ადგილზე მისვლის საშუალებით;
  • კლიენტთა იდეები და მოთხოვნები: კლიენტის ნებისმიერი იდეა ან მოთხოვნა განიხილება კომპანიის საკონსულტაციო განყოფილებაში და დადებითი დასკვნის შემთხვევაში უმოკლეს ვადაში აისახება პროგრამაში;
  • პროგრამის განახლებები: SuperFin-ში სისტემატურად შედის სიახლეები და საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მომხმარებლებს განახლებების სახით მიეწოდებათ.

იხილეთ ასევე