სადემონსტრაციო ვერსია და მუშაობის დაწყება

SuperFin-ის შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოსაცდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამის უფასო სადემონსტრაციო (შეზღუდული) ვერსია:

  1. გადმოწერა: გადმოწერეთ საინსტალაციო არქივი — SuperFin სადემონსტრაციო ვერსია (SuperFin_Free_64_2046.zip);
  2. არქივის პაროლი: არქივის გასახსნელად მიუთითეთ პაროლი: s;
  3. ინსტალაცია: იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია — პროგრამის ინსტალაცია;
  4. სატესტო ორგანიზაციაში შესვლა: ინსტალაციის შემდეგ სუპერფინის გაშვებისას ავტომატურად იხსნება „სატესტო ორგანიზაციის“ მონაცემთა ბაზა (შექმნილია სასწავლო კურსის მიხედვით), სადაც შესვლისას მიუთითეთ მომხმარებელი: კაკო (უპაროლო);
  5. ახალი ორგანიზაციის გახსნა: დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავლისთვის გახსენით „ახალი ორგანიზაცია“ (ვიდეო — ორგანიზაციის გახსნა, რეკვიზიტებისა და საწყისი ნაშთების შეტანა);
  6. ვებ-სუპერფინთან დაკავშირება: ნებისმიერი ადგილიდან წვდომისთვის დააკავშირეთ ორგანიზაცია ვებ-სუპერფინს (superfin.gss.ge) (ინსტრუქცია — სუპერფინის და ვებ-სუპერფინის დაკავშირება). ერთი მომხმარებლისთვის superfin.gss.ge-ის სრული მომსახურება უფასოა.

ვიდეო კურსი — სადემონსტრაციო ამოცანა (17 გაკვეთილი)

გადმოსაწერი სასწავლო მასალა

სადემონსტრაციო ამოცანის ვიდეო გაკვეთილები

# ვიდეო გაკვეთილი შესასრულებელი ოპერაციები და საბუთები
1 ორგანიზაციის გახსნა, მისი რეკვიზიტების და საწყისი ნაშთების შეტანა ახალი ბაზის შექმნა, რეკვიზიტები, საწყისი ნაშთები
2 დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალის ბანკში შეტანა საბუღალტრო ოპერაცია — 1
3 სალაროში თანხის გამოტანა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემა სალაროს შემოსავლის ორდერი — 1, გასავლის ორდერი — 1
4 ძირითადი საშუალებების შეძენა ძირითადი საშუალებების მიღების საბუთები — 6
5 შემოსავლის ზედდებული (მასალების მიღება) შემოსავლის ზედდებული — 2
6 შიდა გადაზიდვა მოძრაობის საბუთი — 1
7 უცხოური ვალუტის შეძენა და საზღვარგარეთ გადარიცხვა საბუღალტრო ოპერაცია — 1, სავალუტო გადარიცხვა — 1
8 შეძენილი საქონლის ღირებულების მომწოდებლისათვის გადარიცხვა საგადახდო დავალება — 2
9 საქონლის იმპორტი და მასთან დაკავშირებული ოპერაციები შემოსავლის ზედდებული — 1, საგადახდო დავალება — 3
10 მზა პროდუქციის წარმოება და გადაცემა მზა პროდუქციის საწყობში წარმოება — 2, მოძრაობის საბუთი — 1
11 საქონლის რეალიზაცია გასავლის ზედდებული — 2
12 სარეკლამო ხარჯის დარიცხვა და გადახდა, კლიენტის მიერ დავალიანების გადმორიცხვა სალაროს ორდერი — 1, საბუღალტრო ოპერაცია — 3
13 ხელფასის დარიცხვა–გაცემა ხელფასის საბუთი — 8, საგადახდო დავალება — 1
14 ელ. ენერგიის, სატელეფონო და საიჯარო ხარჯის დარიცხვა და დაფარვა საბუღალტრო ოპერაცია — 4, სალაროს ორდერი — 1, საგადახდო დავალება — 2
15 ძირითადი საშუალებების საგადასახადო და ფინანსური ცვეთა საგადასახადო ცვეთის საბუთი — 6, ფინანსური ცვეთის საბუთი — 6
16 დასკვნითი ოპერაციები სავალუტო ნაშთების გადაფასება (ოპერაციის ტიპი — 1); დღგ-ის, შემოსავლებისა და ხარჯების გადახურვა (ოპერაციის ტიპი — 4); ქონებისა და მოგების გადასახადების დარიცხვა, გაუნაწილებელი მოგების გადატანა (საბუღალტრო ოპერაცია — 3); გადასახადების გადარიცხვა (საგადახდო დავალება — 3)
17 ინფორმაციის ანალიტიკა ბრუნვა, ფინანსური და სასაქონლო ანგარიშგებები

SuperFin — პრაქტიკული სასწავლო კურსი დამწყებთათვის

დამწყები მომხმარებლებისთვის მომზადებულია დამოუკიდებელი პრაქტიკული ამოცანა და საიმპორტო ფაილების ნიმუშები:


თემატური ვიდეო ინსტრუქციები

1. ანგარიშები და ოპერაციები

2. ბრუნვა და ამონაწერი

3. ვაჭრობა და წარმოება

4. კალენდარი, კურსები და სხვა

5. იმპორტი

6. კავშირები სხვა პროგრამებთან

  • ორგანიზაციის RS.GE-სთან დაკავშირება (ვიდეო ინსტრუქცია მიუწვდომელია)

7. ორგანიზაციები / მონაცემთა ბაზები

8. პროგრამის ინსტალაცია და განახლება


გადმოსაწერი პროგრამები, ოპერაციის ტიპები და ანგარიშგების ფორმები

SuperFin-ის სადემონსტრაციო ვერსიის, დამხმარე პროგრამების (superfin_kbd.zip, AccessDatabaseEngine.zip, SuperfinUpdater), დისტანციური დაკავშირების ხელსაწყოების, ოპერაციის ტიპების, ანგარიშგების ფორმებისა და GSS ექსელის ფორმების სრული კატალოგი იხილეთ ცალკე დოკუმენტში:


იხილეთ ასევე