4.1. თანამშრომლები და როლები (განყოფილება „მომხმარებლები“)

ეს თავი აღწერს Sales-ის პროგრამაში არსებულ როლებს, თანამშრომლების დამატებისა და უფლებების განაწილების წესს და თითოეული როლის ზუსტ შესაძლებლობებს „მომსახურებების“ ცნობარსა და „გაყიდულ მომსახურებებში“.

მარცხენა მენიუს განყოფილებაში „მომხმარებლები“ იმართება მიმდინარე ორგანიზაციის თანამშრომელთა სია და მათი როლები (თავად განყოფილება „მომხმარებლები“ მარცხენა მენიუდან ხელმისაწვდომია დასათვალიერებლად ორგანიზაციის Sales-ის ყველა წევრისთვის, ხოლო მომხმარებლის დამატება/წაშლა და როლების შეცვლა იმართება ქვემოთ აღწერილი უფლებებით). ერთ თანამშრომელს შეიძლება მონიშნული ჰქონდეს ერთი, რამდენიმე ან არცერთი როლი (თუ თანამშრომელს არცერთი საქმიანი როლი არ აქვს მონიშნული, ის „გაყიდულ მომსახურებებს“ ვერ გახსნის):

  1. „ადმინისტრატორი“ - ამატებს ახალ მომხმარებელს პროგრამაში და შლის მომხმარებელს სიიდან.
    • შენიშვნა: მხოლოდ „ადმინისტრატორის“ როლი არ იძლევა „გაყიდული მომსახურებების“ ნახვის ან მართვის უფლებას. თუ ადმინისტრატორი თავადაც მუშაობს გაყიდვებთან, მას დამატებით უნდა მოენიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი ხუთი საქმიანი როლიდან ერთი ან რამდენიმე.
  2. „გაყიდვების მენეჯერი“ - სრული უფლების მქონე როლი: ცვლის თანამშრომლების როლებს განყოფილებაში „მომხმარებლები“, სრულად მართავს „მომსახურებების“ ცნობარს (შექმნა, შეცვლა, წაშლა) და სრულად ქმნის, ცვლის და შლის ყველა თანამშრომლის დასაშვებ გაყიდულ მომსახურებას.
  3. „მომსახურების მენეჯერი“ - ქმნის და ცვლის მომსახურებებს ცნობარში (წაშლის გარეშე), ქმნის ახალ გაყიდულ მომსახურებებს, ცვლის ყველა ველს ყველა თანამშრომლის ცვალებად გაყიდულ მომსახურებაზე და შლის საკუთარ შექმნილ დასაშვებ გაყიდულ მომსახურებას.
  4. „მომსახურების კონტრიბუტორი“ - ქმნის ახალ გაყიდულ მომსახურებებს და ცვლის ან შლის მხოლოდ საკუთარ შექმნილ დასაშვებ გაყიდულ მომსახურებებს (შესრულებისა და გადახდის სტატუსებისა და მათი თარიღების გარდა; თანხასა და ვალუტას ცვლის სანამ სტატუსია „გადასახდელი“). სხვა თანამშრომლების შექმნილ ჩანაწერებს ათვალიერებს წაკითხვის რეჟიმში.
  5. „მომსახურების შემსრულებელი“ - ქმნის ახალ გაყიდულ მომსახურებებს, ცვლის ზოგად ველებს, „შესრულების სტატუსს“ და „შესრულების თარიღს“ ყველა თანამშრომლის ცვალებად ჩანაწერზე, და შლის საკუთარ შექმნილ დასაშვებ გაყიდულ მომსახურებას.
  6. „გადახდების მენეჯერი“ - ქმნის ახალ გაყიდულ მომსახურებებს, ცვლის ზოგად ველებს, „გადახდის თარიღს“, „გადასახდელ თანხას“, „ვალუტას“ და „გადახდის სტატუსს“ ყველა თანამშრომლის ცვალებად ჩანაწერზე, და შლის საკუთარ შექმნილ დასაშვებ გაყიდულ მომსახურებას.

მომხმარებლების დამატებისა და როლების შეცვლის წესები

  • ვინ ამატებს/შლის მომხმარებელს და ვინ ცვლის როლებს:
    • ახალი თანამშრომლის დამატება (ღილაკი „ახალი მომხმარებელი - Alt+N“) და არსებული თანამშრომლის წაშლა შეუძლია „ადმინისტრატორს“;
    • თანამშრომლის როლების (მოსანიშნების) დანიშვნა და შეცვლა შეუძლია „გაყიდვების მენეჯერს“ (ახალი მომხმარებლის დამატებისას როლების ბლოკიც მხოლოდ „გაყიდვების მენეჯერს“ უჩანს). თანამშრომლის მოქმედი უფლებები განისაზღვრება იმ როლებით, რომლებიც მის ბარათზეა მონიშნული განყოფილებაში „მომხმარებლები“.
  • რეგისტრირებული ელ.ფოსტის მოთხოვნა: ახალი თანამშრომლის დამატებისას ველში „ელ.ფოსტა“ უნდა ჩაიწეროს GSS-ის სისტემაში უკვე რეგისტრირებული მომხმარებლის ელ.ფოსტა. თუ მითითებული ფოსტა რეგისტრირებული არ არის (მაგალითად, info@example.com), გამოჩნდება შეტყობინება: info@example.com - მომხმარებელი არ არის რეგისტრირებული
  • აუცილებელი როლების უწყვეტობა და სერვისული ანგარიშები: პროგრამაში ყოველთვის უნდა რჩებოდეს მინიმუმ ერთი არასერვისული „ადმინისტრატორი“ და მინიმუმ ერთი არასერვისული „გაყიდვების მენეჯერი“ (სისტემური/სერვისული ანგარიშები ამ მინიმალურ რაოდენობაში არ ითვლება და მათი როლების შეცვლა ან წაშლა ინტერფეისიდან დაუშვებელია). უკანასკნელი ადმინისტრატორის ან გაყიდვების მენეჯერის წაშლის ან მისთვის ამ როლის მოხსნის მცდელობისას გამოჩნდება შესაბამისი შეტყობინება:
    • „პროგრამაში, მინიმუმ ერთი მომხმარებელი მაინც უნდა იყოს ადმინისტრატორი“
    • „პროგრამაში, მინიმუმ ერთი მომხმარებელი მაინც უნდა იყოს "გაყიდვების მენეჯერი"“
  • რა ხდება მომხმარებლის სიიდან წაშლისას: თუ წაშლილ თანამშრომელს ამავე ორგანიზაციაში სხვა GSS პროგრამებზეც აქვს წვდომა, მას უუქმდება მხოლოდ Sales-ის წვდომა; ხოლო თუ Sales მისი ერთადერთი პროგრამა იყო ამ ორგანიზაციაში, იგი ამოიშლება ორგანიზაციის წევრებიდანაც (მისი საერთო gss.ge ანგარიში არ იშლება).
  • ელექტრონული ფოსტით შეტყობინებები:
    • თანამშრომლის დამატებისას ან წაშლისას საინფორმაციო წერილი ეგზავნება ორგანიზაციის ყველა „გაყიდვების მენეჯერს“ და „ადმინისტრატორს“;
    • თანამშრომლის როლების შეცვლისას საინფორმაციო წერილი ეგზავნება ორგანიზაციის ყველა „გაყიდვების მენეჯერს“ და თავად იმ თანამშრომელს, რომელსაც შეეცვალა უფლებები.

4.2. გაყიდული მომსახურებების ნახვის (დათვალიერების) უფლება

  • ვის შეუძლია გაყიდული მომსახურებების ნახვა: „გაყიდული მომსახურებების“ სიის ნახვა, ნებისმიერი ჩანაწერის გახსნა და Contacts-ის პროგრამიდან („კომუნიკაციის ისტორიის“ ბმულით გაყიდული მომსახურება - ID: ...) გაყიდული მომსახურების დიალოგურ ფანჯარაში დათვალიერება შეუძლია ყველა თანამშრომელს, რომელსაც მოცემულ ორგანიზაციაში მინიჭებული აქვს ხუთი საქმიანი როლიდან („გაყიდვების მენეჯერი“, „მომსახურების მენეჯერი“, „მომსახურების კონტრიბუტორი“, „მომსახურების შემსრულებელი“ ან „გადახდების მენეჯერი“) მინიმუმ ერთი მაინც.
  • სხვა თანამშრომლის მიერ შექმნილი ჩანაწერები: ჩანაწერების ნახვის უფლება არ იზღუდება „შემქმნელი მომხმარებლის“ მიხედვით. ხუთივე საქმიანი როლის მქონე თანამშრომელს (მათ შორის „მომსახურების კონტრიბუტორს“) შეუძლია მოძებნოს და გახსნას სხვა თანამშრომლის მიერ შექმნილი ნებისმიერი გაყიდული მომსახურება - თუ მას ამ ჩანაწერის შეცვლის უფლება არ აქვს, ბარათი იხსნება მხოლოდ დათვალიერების რეჟიმში.

4.3. უფლებების დეტალური ცხრილი საქმიანი როლების მიხედვით

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ხუთი საქმიანი როლის უფლებებს. პერიოდულ ჯაჭვში ცვლილება დასაშვებია მხოლოდ „მოქმედ“ და „შემდეგ“ ჩანაწერებზე - წარსულის ჩანაწერებს ვერცერთი როლი ვერ ცვლის და ვერ შლის. თუ თანამშრომელს რამდენიმე როლი აქვს მონიჭებული, მისი უფლებები ჯამდება.

მოქმედება / ფორმის ველი გაყიდვების მენეჯერი მომსახურების მენეჯერი მომსახურების კონტრიბუტორი მომსახურების შემსრულებელი გადახდების მენეჯერი
„მომსახურებების“ ცნობარის სიის ნახვა და ძებნა დიახ დიახ დიახ (ბარათის გახსნის გარეშე) დიახ (ბარათის გახსნის გარეშე) დიახ (ბარათის გახსნის გარეშე)
„მომსახურებების“ ცნობარში ბარათის გახსნა, შექმნა და რედაქტირება დიახ დიახ არა არა არა
„მომსახურებების“ ცნობარიდან მომსახურების წაშლა დიახ არა არა არა არა
„გაყიდული მომსახურებების“ სიისა და ყველა ჩანაწერის ნახვა დიახ დიახ დიახ (სხვისი შექმნილის ჩათვლით) დიახ დიახ
ახალი გაყიდული მომსახურების შექმნა („ახალი“) დიახ დიახ დიახ დიახ დიახ
ვის ცვალებად გაყიდულ მომსახურებებს ცვლის ყველას ყველას მხოლოდ საკუთარს ყველას ყველას
„მომსახურების“ და „იდენტიფიკატორი / ნომრის“ არჩევა / შეცვლა შექმნისას ირჩევს; შენახვის შემდეგ ვერავინ ცვლის შექმნისას ირჩევს; შენახვის შემდეგ ვერავინ ცვლის შექმნისას ირჩევს; შენახვის შემდეგ ვერავინ ცვლის შექმნისას ირჩევს; შენახვის შემდეგ ვერავინ ცვლის შექმნისას ირჩევს; შენახვის შემდეგ ვერავინ ცვლის
ზოგადი ველების შეცვლა („კლიენტი“, „კავშირები“, „რაოდენობა“, „ვადა“, „მომდევნო პერიოდულობა“, „პერიოდულობის რაოდენობა“, „თემა“, „შენიშვნა“, „შემდეგი გადახდის შენიშვნა“) დიახ დიახ დიახ (მხოლოდ საკუთარზე) დიახ დიახ
„თანმხლები ინფორმაციის“ შეცვლა (ჩანს მხოლოდ უკვე არსებულ „მოქმედ“ ჩანაწერზე) დიახ დიახ დიახ (ცვლის მხოლოდ საკუთარზე; სხვის „მოქმედზე“ ხედავს მხოლოდ საკითხავად) დიახ დიახ
„შესრულების სტატუსის“ და „შესრულების თარიღის“ შეცვლა დიახ დიახ არა (ახალზე იქმნება „შესასრულებელი“) დიახ არა (ახალზე იქმნება „შესასრულებელი“)
„გადახდის თარიღის“ და „გადახდის სტატუსის“ შეცვლა დიახ დიახ არა (ახალზე დგება მიმდინარე დღე და „გადასახდელი“) არა (ახალზე დგება მიმდინარე დღე და „გადასახდელი“) დიახ
„გადასახდელი თანხისა“ და „ვალუტის“ შეცვლა დიახ დიახ დიახ (ახალზე; ხოლო შენახულ საკუთარზე - მხოლოდ სანამ სტატუსია „გადასახდელი“) არა (ახალზე დგება 0 და ორგანიზაციის ძირითადი ვალუტა) დიახ
უკვე „შესრულებულ“ „მოქმედ“ ჩანაწერზე წაშლილი „შემდეგი“ ჩანაწერის ხელახლა შექმნა შენახვისას (ახალი „შემდეგის“ შემქმნელად იწერება შემნახველი მომხმარებელი) დიახ დიახ დიახ (საკუთარ შექმნილ „მოქმედზე“ დაშვებული ველების შენახვისას) დიახ დიახ (დაშვებული ველების, მაგ. „გადახდილის“ ან „შენიშვნის“ შენახვისას)
დასაშვები გაყიდული მომსახურების წაშლა („წაშლა“) ყველას მხოლოდ საკუთარის მხოლოდ საკუთარის (ავტომატურ „შემდეგზე“ - თუ თავად შეინახა წინა ჩანაწერი) მხოლოდ საკუთარის მხოლოდ საკუთარის
ახალი ნომრის არჩევა (+) და „საინსტალაციო პაკეტის გამზადების მოთხოვნა“ დიახ დიახ არა არა არა
„კომუნიკაციის ისტორიის“ ჩანაწერის დამატება (გაყიდვის შეცვლა არ არის) დიახ დიახ დიახ დიახ დიახ

4.4. თანხისა და ვალუტის შეცვლა კონტრიბუტორისთვის და დაბლოკილი ველების საწყისი მნიშვნელობები ახალი გაყიდვის შექმნისას

1. თანხისა და ვალუტის შეცვლა „მომსახურების კონტრიბუტორისთვის“

„მომსახურების კონტრიბუტორს“ ახალი გაყიდვის შექმნისას შეუძლია მიუთითოს „გადასახდელი თანხა“ და „ვალუტა“, ხოლო უკვე შენახულ საკუთარ ჩანაწერზე მათი შეცვლა შეუძლია მხოლოდ მანამ, სანამ „გადახდის სტატუსი“ არის „გადასახდელი“. როგორც კი ჩანაწერს მიენიჭება სტატუსი „გადახდილი“, კონტრიბუტორისთვის თანხისა და ვალუტის ველები იბლოკება.

2. რა მნიშვნელობები ენიჭება დაბლოკილ ველებს ახალი გაყიდვის შექმნისას

როდესაც ახალ გაყიდულ მომსახურებას ქმნის თანამშრომელი, რომლის როლსაც ზოგიერთი ველის შეცვლის უფლება არ აქვს:

  • „მომსახურების კონტრიბუტორისა“ და „გადახდების მენეჯერისთვის“: „შესრულების სტატუსი“ ავტომატურად დგება მნიშვნელობაზე „შესასრულებელი“, ხოლო „შესრულების თარიღი“ რჩება ცარიელი;
  • „მომსახურების კონტრიბუტორისა“ და „მომსახურების შემსრულებლისთვის“: „გადახდის თარიღი“ ავტომატურად დგება მიმდინარე დღეზე, ხოლო „გადახდის სტატუსი“ - მნიშვნელობაზე „გადასახდელი“;
  • „მომსახურების შემსრულებლისთვის“: „გადასახდელი თანხა“ ავტომატურად დგება 0-ზე, ხოლო „ვალუტა“ - მიმდინარე ორგანიზაციის ძირითად ვალუტაზე (ყველა სხვა სავალდებულო ველს - მომსახურებას, კლიენტს, თემას და, თუ მომსახურება ითხოვს, იდენტიფიკატორი / ნომერს, რაოდენობასა და ვადას - მომხმარებელი თავად ავსებს).

4.5. ვინ ითვლება ავტომატურად შექმნილი „შემდეგი“ ჩანაწერის შემქმნელად, მისი ხელახლა შექმნა და რედაქტირება / წაშლა

  • ვინ ითვლება ავტომატურად შექმნილი „შემდეგი“ ჩანაწერის შემქმნელად: როდესაც ჩანაწერის „შესრულებულ“ სტატუსზე შენახვისას (ან უკვე შესრულებული „მოქმედი“ ჩანაწერის შენახვისას) ავტომატურად იქმნება მომდევნო პერიოდის „შემდეგი“ ჩანაწერი, ამ ახალი „შემდეგი“ ჩანაწერის „შემქმნელ მომხმარებლად“ იწერება ის თანამშრომელი, რომელმაც მიმდინარე ჩანაწერი შეინახა (და არა წინა ჩანაწერის თავდაპირველი შემქმნელი). შესაბამისად, „მომსახურების კონტრიბუტორს“ ავტომატურად შექმნილი „შემდეგი“ ჩანაწერის რედაქტირება ან წაშლა შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ ის თავად იყო ის მომხმარებელი, რომლის შენახვამაც ეს „შემდეგი“ ჩანაწერი წარმოქმნა (მაგალითად, თუ კონტრიბუტორის შექმნილი გაყიდვა „შესრულებულზე“ სხვა თანამშრომელმა გადაიყვანა, ახალი „შემდეგის“ შემქმნელი ის სხვა თანამშრომელი იქნება).

  • წაშლილი „შემდეგი“ ჩანაწერის ხელახლა შექმნა: როცა პერიოდულ ჯაჭვში „შემდეგი“ ჩანაწერი წაშლილია და „მოქმედი“ ჩანაწერი უკვე „შესრულებულია“ (ჩართული ავტომატური შექმნით), ამ „მოქმედი“ ჩანაწერის შენახვით „შემდეგის“ ხელახლა შექმნა შეუძლია ყველა იმ როლს, რომელსაც ამ კონკრეტული ჩანაწერის შეცვლა შეუძლია („მომსახურების კონტრიბუტორს“ - მხოლოდ საკუთარ შექმნილ „მოქმედზე“, ხოლო დანარჩენ ოთხ საქმიან როლს - ნებისმიერის შექმნილზე).

  • რედაქტირება vs წაშლა: სხვა თანამშრომლის მიერ შექმნილი გაყიდვის რედაქტირება შეუძლიათ „გაყიდვების მენეჯერს“, „მომსახურების მენეჯერს“, „მომსახურების შემსრულებელს“ და „გადახდების მენეჯერს“, მაგრამ სხვა თანამშრომლის მიერ შექმნილი გაყიდვის წაშლა შეუძლია მხოლოდ „გაყიდვების მენეჯერს“. დანარჩენ ოთხ საქმიან როლს წაშლის უფლება აქვს მხოლოდ იმ დასაშვებ ჩანაწერებზე, რომელთა „შემქმნელი მომხმარებელი“ თავად არის.

  • წინა თავი: 3. „მოქმედი“ და „შემდეგი“ გაყიდვები, ვადები, აღდგენა და წაშლა

  • შემდეგი თავი: 5. თანმხლები ინფორმაცია, კომუნიკაციის ისტორია და სპეციალური ქმედებები