ეს გზამკვლევი ხსნის ორგანიზაციის მიმოხილვისა და გადახდის ანგარიშის გვერდებზე ნაჩვენებ მეხსიერების მაჩვენებლებს, შეძენის ბიჯს, საერთო გადახდის ანგარიშის განაწილებასა და ფაილების ატვირთვის ლიმიტებს.
ორგანიზაციის მიმოხილვის გვერდზე, ბლოკში „მეხსიერება“, მაჩვენებლები შემდეგი სტრიქონებით ჩანს:
გადახდის ანგარიში - <სახელი და ID> - ჩანს მაშინ, როცა ორგანიზაციას მიბმული აქვს მეხსიერების გადახდის ანგარიში;უფასოდ გამოყოფილი: <X> GB - მონაცემებისთვის, <10X> GB - მიმაგრებული ფაილებისთვის (ქვესტრიქონით: (მ.შ. მონაცემებისთვის: <...> GB - უფასოდ გამოყოფილი; <...> GB - განახლების გამო დამატებით გამოყოფილი));შეძენილი: <X> GB - მონაცემებისთვის, <10X> GB - მიმაგრებული ფაილებისთვის / ვადა UTC - <თარიღი>;სულ: <X> GB - მონაცემებისთვის - უფასოდ გამოყოფილი და გადახდის ანგარიშზე შეძენილი მონაცემების მოცულობის ჯამი;ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული: <X> GB - მონაცემებისთვის / აქედან: <...> GB - <პროგრამა>; ... - მიმდინარე ორგანიზაციის პროგრამების მონაცემების სრული ჯამი და განაწილება პროგრამების მიხედვით;ამ ორგანიზაციის მიერ შეძენილიდან გამოყენებული: <X> GBსხვა ორგანიზაციების მიერ იგივე შეძენილიდან გამოყენებული <X> GBსულ გამოყენებული: <X> GB - მონაცემებისთვის - მიმდინარე ორგანიზაციის მონაცემების მოხმარებას დამატებული საერთო გადახდის ანგარიშიდან სხვა ორგანიზაციების მიერ გამოყენებული ფასიანი წილი;თავისუფალი: <X> GB - მონაცემებისთვის - სხვაობა სულ და სულ გამოყენებული მნიშვნელობებს შორის (ნულზე ნაკლები არ ჩანს);ამ ორგანიზაციის მიმაგრებული ფაილებისთვის: <X> GB - გამოყოფილი; <Y> GB - გამოყენებული / აქედან: <...> GB - <პროგრამა>; ....როდესაც მეხსიერების ვადა ამოწურულია ან გამოყოფილი ლიმიტი შევსებულია, ბარათზე კონკრეტული მიზეზის მიხედვით ჩნდება გაფრთხილება „მეხსიერების ვადა ამოიწურა, გთხოვთ შეიძინოთ“, „მეხსიერების რაოდენობა ამოიწურა, გთხოვთ შეიძინოთ“ ან „მეხსიერების ვადა / რაოდენობა ამოიწურა, გთხოვთ შეიძინოთ“ და წარწერა „ამჟამად მოგეწოდებათ შეზღუდული სერვისი“.
ვებ-სუპერფინის მიმოხილვის ბოლოში დამატებით ჩანს:
10 აქტიური საბუთის, 2 წაშლილი საბუთისა და 100 შენახული ძველი ვერსიის შემთხვევაში მრიცხველი აჩვენებს 12-ს და არა 112-ს (მონაცემთა ბაზის მეხსიერების მოცულობის დათვლაში კი აქტიური, წაშლილი და ისტორიული ჩანაწერები ყველა მონაწილეობს);გამოყენება ითვლება ორ დამოუკიდებელ კატეგორიად:
ვებ-სუპერფინი, კონტაქტები, მხარდაჭერები, გაყიდვები და მარკეტინგი);მონაცემებისა და მიმაგრებული ფაილების სტრიქონებში აქედან იწერება მხოლოდ მაშინ, როცა ერთი პროგრამის შესაბამისი მოხმარება მაინც 0 ბაიტზე მეტია, და ჩამოთვლის მხოლოდ ნულზე მეტი მოხმარების მქონე პროგრამებს.
მონაცემთა ბაზის ჩანაწერების მოცულობა ეყრდნობა ბაზის ფიზიკური მოცულობის მონაცემებს და ნაწილდება ორგანიზაციის ჩანაწერების წილის მიხედვით. ამიტომ ნაჩვენები რიცხვი შეიძლება ზუსტად არ ემთხვეოდეს ღრუბლოვანი მომსახურების ანგარიშზე მოცემულ ტექნიკურ მეტრიკას. მიმაგრებული ფაილების მოცულობა იკრიბება შენახული ფაილების რეალური ზომებიდან.
მნიშვნელოვანი განსხვავება პროგრამის გათიშვას, ისტორიის შენახვასა და ცალკეული ფაილის წაშლას შორის:
0 GB-ად ინახავს. აღდგენის ვადისთვის დროებით შენარჩუნებული ფაილები ამ დათვლის შემდეგ მეხსიერების ლიმიტში აღარ ითვლება, ხოლო პროგრამის აღდგენის შემდეგ მომდევნო დათვლაზე კვლავ დაბრუნდება.„წაიშალოს მიმაგრებული ფაილი?“), ფაილი მაშინვე იშლება (ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში კი სრულდება მომდევნო დაგეგმილ გასუფთავებაზე). მთლიანი პროგრამის 7-დღიანი ან 24-საათიანი აღდგენის ვადა ცალკე წაშლილ დანართზე არ ვრცელდება.მიმოხილვის ბარათზე ნაჩვენები ყველა GB მაჩვენებელი ფორმატირდება მაქსიმუმ 10 ათწილადი ნიშნით, ზედმეტი ბოლო ნულების გარეშე. მოცულობა გარდაიქმნება წესით 1 GB = 1024³ ბაიტი (1,073,741,824 ბაიტი):
GB = sum(bytes) / 1024³
ორგანიზაციის მონაცემებისა და ფაილების სრული ჯამისთვის პროგრამების ბაიტები ჯერ შუალედური დამრგვალების გარეშე იკრიბება და შემდეგ იყოფა 1024³-ზე. ამიტომ ეკრანზე ნაჩვენები 10-ათწილადიანი მნიშვნელობები მცირე მოხმარებას 0-ად არ მალავს.
| მაჩვენებელი | სიზუსტე | დანიშნულება და მაგალითი |
|---|---|---|
| შესაძენი მოცულობა | 0.1 GB ბიჯი |
შეძენა სრულდება 0.1 GB ბიჯით (მაგალითად 1.0 GB ან 1.1 GB; 1.04 GB ცალკე არ იყიდება) |
| კვოტაში გამოყენებული და ანგარიშზე დარჩენილი მოცულობა | 0.001 GB |
კვოტისა და ფასიანი მოთხოვნის დათვლა სრულდება მეათასედი გიგაბაიტის (0.001 GB) სიზუსტით |
| მიმოხილვის ბარათზე ნაჩვენები რიცხვები | მაქსიმუმ 10 ათწილადი | ეკრანის ყველა სტრიქონი ჩანს მაქსიმუმ 10 ათწილადი ნიშნით |
მომსახურების ვადის გაგრძელების ან დამატებითი მეხსიერების შეძენის ღირებულება დამოკიდებულია მოცულობასა და პერიოდზე. მეხსიერების პირველადი შეძენის მინიმალური პერიოდია 1 წელი და ვადის გაგრძელებაც ემატება მთელი წლებით. უკვე მოქმედი ვადის განმავლობაში მხოლოდ დამატებითი გიგაბაიტების (GB) დამატებისას ნარჩუნდება არსებული ვადა და საფასური იანგარიშება დარჩენილი მოქმედი პერიოდის მიხედვით. პირობითი მაგალითისთვის, თუ ტარიფი ყოველ 0.1 GB-ზე თვეში 0.30 აშშ დოლარია, 0.1 GB-ის 12 თვით შეძენა 3.60 აშშ დოლარი იქნება. მოქმედი ტარიფები და პირობები იხილეთ გზამკვლევში მომსახურების ფასები და პირობები და უშუალოდ შეძენის ფორმაში.
მიმაგრებული ფაილებისთვის მონაცემებზე 10-ჯერ მეტი მოცულობაა გათვალისწინებული. ორგანიზაციის მიმდინარე უფასო ტევადობა ნაჩვენებია მიმოხილვის გვერდის სტრიქონში „უფასოდ გამოყოფილი“.
კვოტის დათვლის წესი:
1024³-ზე და მრგვალდება 0.001 GB-მდე (მაგალითად, ორი პროგრამის 0.0004 GB + 0.0004 GB ჯამში კვოტისთვის ხდება 0.001 GB);10-ზე და 1024³-ზე და მრგვალდება 0.001 GB-მდე;მაგალითად, თუ ორგანიზაციას უფასოდ გამოყოფილი აქვს 0.1 GB, მონაცემებისთვის იყენებს 2 GB-ს, ხოლო მიმაგრებული ფაილებისთვის - 15 GB-ს: ფაილების მოთხოვნა მონაცემების ერთეულში არის 15 / 10 = 1.5 GB, ამ ორს შორის უფრო დიდია 2 GB, ხოლო უფასო 0.1 GB-ის გამოკლების შემდეგ შეძენილი მეხსიერებიდან საჭირო მოცულობა იქნება 2 - 0.1 = 1.9 GB.
თუ ერთ გადახდის ანგარიშს რამდენიმე ორგანიზაცია იყენებს, ანგარიშზე შეძენილ მოცულობას აკლდება ყველა მიბმული ორგანიზაციის ფასიანი მოთხოვნების ჯამი: მაგალითად, თუ ანგარიშზე შეძენილია 3 GB, პირველი ორგანიზაციის ფასიანი მოთხოვნაა 1.2 GB, ხოლო მეორისა - 0.7 GB, გადახდის ანგარიშზე დარჩენილი შეძენილი ნაშთი იქნება 3 - (1.2 + 0.7) = 1.1 GB.
მნიშვნელოვანი განსხვავება გადახდის ანგარიშის დარჩენილ ნაშთსა და მიმოხილვის გვერდის სტრიქონ „თავისუფალი“-ს შორის:
0 GB), შეძენილი მეხსიერება ამოწურულად ითვლება და იწყება შეძენილი მეხსიერების გადაუხდელობის/ამოწურული ადგილის პროცესი;3 GB (დარჩენილი შეძენილი ნაშთი = 0 GB), ხოლო თქვენს ორგანიზაციას საკუთარი 1 GB უფასო მოცულობიდან მხოლოდ 0.7 GB ჰქონდეს დაკავებული. ასეთ დროს მიმოხილვის გვერდზე სტრიქონში „თავისუფალი“ გამოჩნდება (1 + 3) - (0.7 + 3) = 0.3 GB და ბარათზე შეზღუდული სერვისის გაფრთხილება შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ რადგან თავად გადახდის ანგარიშზე შეძენილი თავისუფალი ნაშთი 0 GB-ია, გადაუხდელობის 90-დღიანი პროცესი მაინც დაიწყება. ციკლის დასასრულებლად გადახდის ანგარიშს მოქმედ ვადასთან ერთად აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადებითი (> 0 GB) დარჩენილი შეძენილი ნაშთი.მიმაგრებული ფაილების ატვირთვისას მოწმდება ორი პირობა:
1 GB-ს (1,073,741,824 ბაიტს). უფრო დიდი ფაილის არჩევისას ეკრანზე ჩნდება შეტყობინება: „ფაილის ზომა აჭარბებს მაქსიმალურ ზომას - 1 gb“;0.001 GB-მდე და დარდება ორგანიზაციის მიმაგრებული ფაილების სრულ გამოყოფილ ლიმიტს (გამოყოფილი). საერთო სურათის/ფოტოს ველები (მაგალითად, კონტაქტების ფოტოების არჩევისას) წინასწარ ამოწმებს მხოლოდ ერთი ფაილის 1 GB ზღვარს, ხოლო შენახული ფაილები შემდგომ დაგეგმილ დათვლაში ჩვეულებრივ ემატება ორგანიზაციის მოხმარებას.მაგალითად, თუ ორგანიზაციის ფაილების გამოყოფილი ლიმიტია 30 GB, უკვე შენახულია 15 GB და ასატვირთად ირჩევთ 1 GB-ს, ჯამი 16 GB დასაშვებია. ფაილის არჩევის წინასაატვირთო შემოწმებისას გამოყოფილ ლიმიტთან ზუსტი ტოლობაც დასაშვებია — ატვირთვა იბლოკება მხოლოდ მაშინ, როცა დამრგვალებული ჯამი გამოყოფილ ლიმიტს აჭარბებს (>). თუმცა როდესაც დაგეგმილი დათვლის შემდეგ ორგანიზაციის გამოყენებული ფაილების მოცულობა გამოყოფილ ლიმიტს გაუტოლდება ან გადააჭარბებს, საბუთების ჩვეულებრივი ოპერაციები (მაგალითად, ვებ-სუპერფინში საბუთის შექმნა, რედაქტირება ან წაშლა) შეიზღუდება მეხსიერების შევსების გამო.
პარალელური ატვირთვები ადგილს წინასწარ არ ჯავშნის: თითოეული ატვირთვა ეყრდნობა ბოლო დაგეგმილ დათვლაზე შენახულ მოხმარებას, ხოლო ახლად ატვირთული ფაილების საერთო ჯამი აისახება მომდევნო წარმატებული დაგეგმილი დათვლის შემდეგ.
მეხსიერების მოხმარებას სისტემური სერვისი დაგეგმილად ითვლის. მიმოხილვის გვერდი აჩვენებს ბოლო წარმატებული დათვლის შედეგს: გვერდის გახსნა, საბუთის ან ფაილის დამატება/წაშლა, პროგრამის გათიშვა ან აღდგენა დათვლას იმავე წამს არ ასრულებს.
თუ კონკრეტული ორგანიზაციის საბუთების რაოდენობის, დანართების ან რომელიმე აქტიური პროგრამის მონაცემების დათვლისას დროებითი ტექნიკური შეფერხება მოხდა, ამ ორგანიზაციაზე ნარჩუნდება წინა შენახული მნიშვნელობა და იმავე გაშვებაზე ახალი გაფრთხილება ან ავტომატური გათიშვა არ სრულდება (სხვა ორგანიზაციების შეფასება ჩვეულებრივ გრძელდება).
თავად მეხსიერების დათვლა თანხას არ ჩამოგაჭრით - იგი მხოლოდ მოხმარებასა და ლიმიტებს აახლებს. გადაუხდელობისას გაფრთხილების, გათიშვისა და აღდგენის წესები იხილეთ გზამკვლევში ორგანიზაციის მონაცემები შეძენილი მეხსიერების გადაუხდელობისას, ხოლო ვებ-სუპერფინის აქტივობისა და დაცვის მონიშვნის წესები - გზამკვლევში ვებ-სუპერფინის მონაცემების შენახვა უმოქმედობისას.