სასაქონლო ზედნადები, მომსახურება და შერეული ანგარიშ-ფაქტურა

RS.GE-დან ანგარიშ-ფაქტურის ჩამოტვირთვის გზა დამოკიდებულია იმაზე, ანგარიშ-ფაქტურა სასაქონლო ზედნადებს ეფუძნება, მომსახურებას თუ ორივეს ერთად:

  1. საქონლის ანგარიშ-ფაქტურა (როდესაც ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია სასაქონლო ზედნადების საფუძველზე):
  2. მომსახურების ანგარიშ-ფაქტურა (როდესაც ანგარიშ-ფაქტურას არ ახლავს ნომრიანი სასაქონლო ზედნადები):
    • მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა და მათ საფუძველზე საბუღალტრო ოპერაციების შექმნა სრულდება ვებ-სუპერფინში გვერდიდან „საბუთები“ (ALT + SHIFT + W) → „RS.GE ანგარიშ-ფაქტურები“ (ALT + R). როდესაც ანგარიშ-ფაქტურას ნომრიანი სასაქონლო ზედნადები მიბმული არ აქვს, ვებ-სუპერფინის ჩამოტვირთვის სიაში გამოჩნდება მისი ყველა სტრიქონი განზომილების მიუხედავად (მაგალითად, კომუნალური მომსახურების სტრიქონი განზომილებით კვტ/სთ) — დეტალური ნაბიჯები იხილეთ გზამკვლევში ვებ-სუპერფინი: მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა.
  3. შერეული ანგარიშ-ფაქტურა (როდესაც ანგარიშ-ფაქტურას მიბმული აქვს ნომრიანი სასაქონლო ზედნადები და იმავდროულად შეიცავს მომსახურებასაც):
    • თუ ანგარიშ-ფაქტურას მიბმული აქვს ნომრიანი სასაქონლო ზედნადები, ვებ-სუპერფინის ფანჯარაში „RS.GE ანგარიშ-ფაქტურები“ (ALT + R) ამ ანგარიშ-ფაქტურიდან გამოჩნდება მხოლოდ ის სტრიქონები, რომელთა „განზომილება“ სიტყვასიტყვით არის მომსახურება;
    • ამიტომ შერეული ანგარიშ-ფაქტურის სასაქონლო ნაწილი დაამუშავეთ სასაქონლო ზედნადებების იმპორტის გზით, ხოლო მომსახურების სტრიქონები (განზომილებით მომსახურება) — ვებ-სუპერფინის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვის ფანჯრიდან (ვებ-სუპერფინი: მომსახურების ანგარიშ-ფაქტურების ჩამოტვირთვა).

იხილეთ ასევე